ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობს მრავალი სერვერი, რომელსაც გააჩნიათ კრიტიკული სისუსტეები. ისეთები, რომელთა ექსპლუატაციის ხელსაწყოები ფართოდ არის გავრცელებული ინტერნეტში • მაღალი კრიტიკულობის სისუსტეები გააჩნია HTTPS ვებსაიტების ნახევარზე მეტს • მხოლოდ ქართული რესურსებითაც კი შესაძლებელია საქართველოსთვის მძლავრი მასშტაბის DDoS შეტევის ორგანიზება (DNS და NTP ამპლიფიკაციის შეტევების საშუალებით) • გაკვირვებას იწვევს მოძველებული და არა ერთი, არამედ მრავალი კრიტიკული სისუსტის მქონე SMB v1.0-ის ფართოდ გამოყენება • ანალიტიკური სერვისების შედეგებიც (Yandex.Metrika) კმარა რუსული პროდუქტების გამოყენების პრობლემის თვალსაჩინოებისთვის