საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის (იანვარი-აპრილი) მონაცემებით, კომპიუტერულ დანაშაულზე გამოვლინდა 835 შემთხვევა.
წყაროზე დაყრდნობით, გახსნილი ქეისების რაოდენობაა 12-ს (1.44%) შეადგენს.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს (4 თვეში) კიბერდანაშაულმა +24.63%-ით მოიმატა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯამურ მაჩვენებელს.
ოფიციალური მონაცემებით, 2016-2020 წლების სტატისტიკა გამოიყურება შემდეგნაირად:
2016 წელი: სულ რეგისტრირებულია 550 შემთხვევა (გახსნილია 36.73%);
2017 წელი: სულ რეგისტრირებულია 506 შემთხვევა (გახსნილია 25.30%);
2018 წელი: სულ რეგისტრირებულია 1268 შემთხვევა (გახსნილია 7.73%);
2019 წელი: სულ რეგისტრირებულია 670 შემთხვევა (გახსნილია 4.33%);
2020 წელი (იანვარი – აპრილი): სულ რეგისტრირებულია 835 შემთხვევა (გახსნილია 1.44%).