CamScanner აპლიკაციაში რომელსაც 300 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს, ვირუსი აღმოჩნდა
———————————————————————-
კომპანია Kaspersky-ს უსაფრთხოების მკველვარებმა პოპულარულ აპლიკაცია CamScanner-ში ვირუსი (Trojan Dropper) აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ვირუსი არა თავად აპლიკაციის კოდში, არამედ მესამე მხარის ბიბლიოთეკაში არსებობს, რომელიც ბოლო პერიოდში დაემატა აპლიკაციას.
ცვლილება (რეკლამების რაოდენობის ზრდა) მომხმარებლებმაც შენიშნეს და ბოლო პერიოდში უარყოფითი რევიუების წერაც დაიწყეს.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ვირუსულ კოდს ისეთივე ფუნქციონალი გააჩნია, როგორიც უახლოეს პერიოდში აღმოჩენილ ჩინურ ტელეფონებში ჩაშენებულ აპლიკაციებში არსებულ ვირუსებს. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნულ ვირუსულ კოდს მრავალი მოქმედების შესრულება შეუძლია, დაწყებული რეკლამების ჩვენებით და დამთვრებული მომხმარებლის მონაცემების მოპარვით.
დაკვირვებული მომხმარებელი იმასაც შეამჩნევდა, რომ აპლიკაცია საკუთარ ფუნქციონალთან შეუსაბამოდ ბევრ უფლებებს ითხოვს.
ამ მომენტისთვის აპლიკაცია უკვე წაშლილია Google Play Store-დან. Cyberhouse-ს გუნდი გირჩევთ დაუყოვნებლივ წაშალოთ აღნიშნული აპლიკაცია თქვენი სმარტფონებიდან.