Google-მა Play Store-დან რეკლამების გამავრცელებელი 2 მავნე აპლიკაცია წაშალა

app

Sun Pro Beauty Camera და Funny Sweet Beauty Selfie Camera, რომლებიც Google Play Store-ზე იყო განთავსებული და 1.5 მილიონი გადმოწერა ჰქონდა, ვირუსული შიგთავსის მიზეზით წაიშალა.

გარდა იმისა, რომ ეს აპლიკაციები მომხმარებლებს რეკლამებს განუწყვეტლივ უგდებდნენ, ხმის ჩაწერის ფუნქციითაც სარგებლობდნენ და უკანა ფონზე (background) მუშაობის ფუნქციის გამოყენებით ხმას მაშინაც იწერდნენ, როდესაც მომხმარებელი არ იყენებდა აპლიკაციას.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, Google Play Store აქტიური კრიტიკის საგანი გახდა მავნე კოდის შემცველი აპლიკაციების სათანადოდო გაფილტვრის პრობლემების გამო, და როგორც ჩანს, სათანადო კონტროლის არარსებობა დღემდე გრძელდება.

რამდენიმე ხნის წინ Google-მა ასევე მალვეარის მქონე 4 VPN აპლიკაცია წაშალა ფლეი სთორიდან – მათ ჯამში 500 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდათ. ეს აპლიკაციებია: HotSpot VPN, Free VPN Master, Secure VPN, Security Master by Cheetah Mobile.

CyberHouse გირჩევთ, სასურველი აპლიკაციის ჩამოტვირთვამდე, ყურადღებით გაეცნოთ თუ რა უფლებებს ითხოვს ეს აპლიკაცია და ზედმეტი ან არალოგიკური უფლებების მოთხოვნის შემთხვევაში, უარი თქვით ამ აპლიკაციის გამოყენებაზე და სანაცვლოდ მოძებნეთ მსგავსი ფუნქციონალის სხვა აპლიკაცია.