აშშ-ს ფედერალურმა პოლიციამ პაკისტანი მოქალაქე კარგად ცნობილი ტელეკომუნიკაციების კომპანია AT&T-ს თანამშრომლების მოქრთამვაში ამხილა. ქრთამის მიცემით, კომპანიის თანამშრომლებმა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, გასცეს, ხოლო მუჰამედ ფაჰდიმ მიიღო 2 მილიონი მოწყობილობის გახსნის (unlock) კოდები. თანამშრომლებმა დამატებით, პაკისტანელის მოთხოვნით, კომპანიის ქსელში ვირუსებიც გაავრცელეს.
ქრთამის აღებ-მიცემობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა (2012-2017), რაც ფაჰდის $1 მილიონი დოლარი დაუჯდა. პაკისტანელი ჰონგ-კონგში ჯერ კიდევ წინა წელს დააკავეს, თუმცა აშშ-ში ექსტრადირება მხოლოდ ახლა განხორციელდა.
ცნობილია, რომ სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები შედარებით დაბალ ფასად ყიდიან ტელეფონებს, რომლებიც ჩაკეტილია სხვა ქსელებისთვის და მხოლოდ მათ სერვისზე მუშაობს (სხვა SIM კარტებზე არ მუშაობს). მუჰამედ ფაჰდის „ბიზნესი“ შემდეგში მდგომარეობდა: ის უკავშირდებოდა AT&T თანამსრომლებს, აძლევდა კლიენტის მიერ მოწოდებულ IMEI კოდს და იხდიდა ქრთამს, რის მერეც კომპანიის თანამშრომელი ხსნიდა კოდს. ფაჰთის კი თავის მხრივ გაცილებით მეტს უხდიდნენ კლიენტები მთელი მსოფლიოდან.
მოგვიანებით, პაკისტანელმა ქრთამი ასევე გადაიხადა კომპანიის ქსელში ვირუსის გავრცელებისთვის, რამაც მას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მისცა წვდომა. ამასთან, მოითხოვა თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ID და Pass). ამ ვირუსის გამოყენებითა და დამხმარე თანამშრომლის საიდენთიფიკაციო მონაცემების მეშვეობით, ფაჰდის უკვე ავტომატურად შეეძლო ტელეფონის კოდის მოხსნის არაავტორიზებული მოთხოვნების გაგზავნა ნებისმიერი ადგილიდან.
ფაჰდისთან ერთად, აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ AT&T-ს სამი თანამშრომელიც დააკავა.