ალბათ იცით, რომ პაროლების არჩევა ფსიქოლოგიურ ასპექტებს წარმოაჩენს და ფარდას ხდის ჩვენს სურვილებს, მიდრეკილებებს, შიშებს და ზოგჯერ გადახრებსაც. თქვენ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ადვილად დასამახსოვრებელი პაროლების არჩევა ჩვენი მეხსიერების ლიმიტირებული შესაძლებლობებით არის გამოწვეული. დამახსოვრების შეზღუდული შესაძლებლობები და ძალისხმევა, რომელიც პაროლების გასახსენებლად გვჭირდება, ასევე პასუხისმგებელია თანმდევ ქმედებებზე: პაროლებს ვიწერთ, ვიყენებთ ერთი და იგივე პაროლებს სხვადასხვა საიტებზე, მათი შედგენისას ვხელმძღვანელობთ მარტივი, ჩვენთვის იოლად დასამახსოვრებელი სიტყვებითა და ციფრებით და ა.შ. თუმცა ამ სტატიაში ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკებთ, მაგრამ თუ გაინტერესებთ უფრო დეტალური მიმოხილვა, მაშინ გირჩევთ წაიკითხოთ უაღრესად საინტერესო სტატია ყველაზე გავრცელებული პაროლები საქართველოში, რომელიც ემყარება 200,000 ქართული პაროლის ანალიზს.
ამჯერად, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ პაროლების ფსიქოლოგიის ბნელი მხარე – თუ რატომ ვიკავებთ თავს პაროლების შეცვლისგან და არ ვცვლით მათ მანამ, სანამ ურემი არ გადაბრუნდება (ანუ რომელიმე ჰაკერი ჩვენს პაროლს არ გატეხავს).
საჩქარო მნიშვნელოვანის წინააღმდეგ
ყველას გვსმენია რომ პაროლების შეცვლა საჭიროა გარკვეული პერიოდულობით მაინც, ჩვენ ვიცით რომ ისინი უნდა შევცვალოთ, მაგრამ რაღაც მიზეზებით მაინც თავს ვიკავებთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ პაროლების მენეჯერი და თითოეული ჩვენი პაროლი შევინახოთ მასში, მაგრამ ამაზეც უარს ვამბობთ. რატომ?
თუ დავფიქრდებით, ცხოვრებაშიც არაერთხელ გვქონია მსგავსი მომენტი, როდესაც რაღაც ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ საჩქაროდ არ გვეჩვენება ის, ამიტომაც თავს ვიკავებთ და გადავდებთ მომდევნო დღისთვის, კვირისთვის ან წლისთვის. ჩვენ საჩქაროს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ სწრაფად გავაკეთოთ, ვიდრე იმას რაც მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანი საქმეები ხშირად უფრო რთული შესასრულებელია, ამიტომ მათ გადადებას მივმართავთ. შემდეგ გვიპყრობს დანაშაულის გრძნობა მნიშვნელოვანი საქმეების გადადების გამო, მაგრამ საკმარისი მოტივაციის არ ქონის მიზეზით იგნორირებას ვუკეთებთ მას. როდესაც პრობლემას დროულად არ ვაგვარებთ, თანდათანობით ვუახლოვდებით ზუსტად იმ კატასტროფას რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია. პრობლემისთვის თავის არიდება მართალია დროებით შვებას გვგვრის, მაგრამ აუარესებს თავად პრობლემას დროით პერსპექტივაში. ჩვენ ვიცით ეს ამიტომ თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. როდესაც პრობლემას ვაიგნორებთ, რაც დრო გადის უფრო მეტად იზრდება, მანამ სანამ მთლიანად არ გვშთანთქავს და გადადებული საქმე სამუდამოდ შეუსრულებელ საქმედ არ გადაიქცევა.
ზოგჯერ ზედმეტად სწრაფად ვმოქმედებთ, ზოგჯერ კი სახიფათოდ ნელა – გამოსავალი, მუდმივ ყოყმანსა და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს შორის ბალანსის პოვნაა. როდესაც რომელიმე ჰაკერი ჩვენს პაროლს გატეხავს, ჩვენ მიდრეკილი ვართ მომენტალურად შევცვალოთ აღნიშნული პაროლი, სიჩქარეში კი ვირჩევთ უფრო ნაკლებად დაცულ ან იოლად მისახვედრ პაროლს.
ჩვეულებრივ, პაროლების ხშირი ცვლა მოუხერხებელია და თან დროს მოითხოვს. ამასთან შეცვლილი პაროლების დავიწყების მაჩვენებელი პროცენტულად ბევრად მეტია. ისიც აღსანიშნავია, რომ ახალი პაროლი თავისთავად არ გულისხმობს რომ ის დაცულია. ამის საპირისპიროდ, როგორც წესი, შეუცვლელი პაროლები საკმაოდ დიდხანს რჩებიან უსაფრთხოდ და თან არც გვავიწყდება. ვდგებით არჩევანის წინაშე: გავრისკოთ პაროლის შეუცვლელობა ან მუდმივად ვცვალოთ პაროლი და გავუმკლავდეთ აქედან გამოწვეულ პრობლემებს. შუალედის პოვნა ზედმეტად რთულია, ამიტომ მომხმარებელთა უმრავლესობა პირველი ვარიანტისკენ იხრება და პაროლის შეცვლისგან თავს იკავებს.
პაროლებიც შეცვლას იმიტომ ვავადებთ, რომ მომაბეზრებელია და თანაც ამ საქმიანობით გვეჩვენება რომ არანაირ გასამრჯელოს არ ვიღებთ სანაცვლოდ. ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ ვაკეთოთ და პრიორიტეტი მივანიჭოთ იმ საქმეებს, რომლებიც სანაცვლოდ რაიმე სახის ჯილდოს გვაძლევს – მაგალითად საინტერესოა, ვერთობით, თავს ვგრძნობთ საჭიროდ, ან მათი თავიდან მოშორება სიამოვნებას გვანიჭებს.
ჩვენ პაროლის შეუცვლელობის პრობლემა მუდმივად გვახსოვს, მაგრამ ჩვენი მიდრეკილების გამო ისეთი შეგრძნება გვეუფლება თითქოს ეს არ წარმოადგენდეს რეალურ რისკს ამ კონკრეტული მომენტისთვის. ერთადერთი რასაც შეუძლია ჩვენი პრიორიტეტები შეცვალოს და რისკის რეალურობა დაგვანახოს, ეს არის სათანადო შედეგის დადგომა. მაშასადამე, ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ შევცვლით პაროლს, სანამ მას ვინმე არ დაჰაკავს, საიდენტიფიკაციო მომხმარებლის სახელს არ მოიპარავს ან სანამ თავად სისტემა არ გვაიძულებს რომ შევცვალოთ პაროლი.