CyberHouse გთავაზობთ ექსკლუზიურად თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებულ, მრავალფეროვან მომსახურებას ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი გუნდი გეგმავს, ნერგავს და აუმჯობესებს პროცესებსა და პროცედურებს, ორგანიზაციის კრიტიკული ინფორმაციული სისტემებისა და მონაცემების კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენს კომპანიას გააჩნია საჭირო რესურსი, რათა სრულყოფილად დაგეგმოს და დანერგოს ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა თქვენი ბიზნესისთვის ან მოახდინოს არსებული პროგრამის ანალიზი და გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გთავაზობთ:
კონსულტაციებს ISO 27001 ის დანერგვაში
ჩვენი სერტიფიცირებული თანამშრომლები დაგეხმარებიან ISO 27001 – ის დანერგვაში. ჩვენ გვაქვს აღნიშნული სტანდარტის დანერგვის და ფუნქციონირების უზრუნველყოფის გამოცდილება.
არსებული მდგომარეობის ანალიზს
არსებული მდგომარეობის სტატუსის დასადგენად, განხორციელდება ორგანიზაციაში არსებული პროცესების, უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების გაანალიზება და შეფასება. არსებული მდგომარეობის შეფასებით ორგანიზაცია იღებს ინფორმაციას უსაფრთხოების დონის შესახებ, რომელიც სტრატეგიის დაგეგმვის დროს მისცემს საშუალებას სწორ აქცენტებზე გაამახვილოს ყურადღება.
ეფექტური ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას
ბიზნეს მოთხოვნების და მიზნების გათვალისწინებით შემუშავდება ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგია და პროგრამა. სტრატეგია და პროგრამა წარმოადგენს გზამკვლევს ორგანიზაციისთვის, რათა იგი მივიდეს უსაფრთხოების სასურველ მდგომარეობამდე.
ინფორმაციული უსაფრთხოების სისუსტეების ანალიზს
აღნიშნული აქტივობა ითვალისწინებს პროცესებთან, ტექნოლოგიებთან და პროცედურებთან დაკავშირებული სისუსტეების გამოვლენას და მათ გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს მზარდი შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვას და ბიზნესის სტაბილურ ფუნქციონირებას.
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვას
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის მიზანია, ორგანიზაციამ მოახერხოს რისკების მისაღებ დონემდე დაყვანა. აღნიშნული აქტივობის შედეგად ორგანიზაცია მიიღებს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის დოკუმენტირებულ პროცესს, რომლის ფარგლებშიც მოხდება რისკების იდენტიფიცირება, გაანალიზება, შეფასება და ადეკვატური მოპყრობის გეგმის შემუშავება.
უსაფრთხოების პროცესების და პროცედურების შემუშავებას
პროცესები და პროცედურები მნიშვნელოვანი საშუალებაა ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის კუთხით. ორგანიზაცია მიიღებს მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ, ბიზნესის მოთხოვნებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებულ პროცესებსა და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტული სტრატეგიის მიზნების მიღწევას.
კონტროლის მექანიზმების დაგეგმვასა და დანერგვას
რისკების შემცირების მიზნით ვახორციელებთ ეფექტური და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დაგეგმვასა და დანერგვას. ინფორმაციის კლასიფიკაცია, წვდომის კონტროლი, უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და შემუშავება, კრიპტოგრაფიული კონტროლები, ბიზნეს უწყვეტობის გეგმა,ინციდენტებზე რეაგირების გეგმა და სხვა გვაძლევს კონკრეტულ საშუალებას რათა გარანტირებულად ვუზრუნველყოთ ორგანიზაციის კრიტიკული ინფორმაციული სისტემებისთვის მაღალი ხარისხის კონფიდენციალურობა,მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
CyberHouse-თან პარტნიორობა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებას, საკანონმდებლო/მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც გარანტირებულად აისახება ორგანიზაციისთვის შემცირებულ ხარჯებსა და გაზრდილ ნდობაში.